ჩვენს შესახებ

გამოფენის შესახებ:

BABY Expo  – ეს არის მთავარი მოვლენა საქართველოს საბავშვო პროდუქციის ბაზარზე, ეს არის ამ სფეროში ერთადერთი ფართო მასშტაბიანი გამოფენა-გაყიდვა, რომელიც უკვე მეორედ ტარდება საქართველოში.

დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ, უშუალოდ წარმომადგენლებისა და მწარმოებლებისგან შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქცია სპეციალური ფასდაკლებით და მიიღონ კომპეტენტური კონსულტაციები.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება როგორც პატარებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის, რადგან “Baby Expo” – ოჯახური გართობის, შოპინგისა და დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია

პირველად BABY Expo ჩატარდა 2011 წლის გაზაფხულზე. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა მიიღო ყველა წამყვანმა ბრენდმა საქართველოში. გამოფენის საერთო ფართობმა 1300 კვადრატული მეტრი შეადგინა და საერთო ვაჭრობამ სამი დღის განმავლობაში 50 000 ლარს გადააჭარბა.

 

 

 

ჩვენი აუდიტორია:

  • 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახის წევრები
  • პედაგოგები და განათლების სფეროს წარმომადგენლები
  • ორსულები და მომავალი მშობლები
  • სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები
  • საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები
  • მაღაზიების წარმომადგენლები და სავაჭრო აგენტები

 

გამოფენის ჩატარების ადგილი:

თბილისის სპორტის სასახლე

26 მაისის მოედანი

Advertisements